ენერგეტიკა
11/02/2021

საქართველოში ნავთობის მოპოვება 3-წლიან მინიმუმზეა

საქართველოში ნავთობის მოპოვება 2017 წლის შემდეგ მინიმალურ მაჩვენებელზეა.

2020 წელს საქართველოში ქვეყანაში 29.7 ათასი ტონა ნავთობი მოიპოვეს, 2019 წელთან შედარებით კლება 2.3 მლნ ტონაა.

მოპოვებული ნავთობიდან ინვესტორების წილი 17.3 ათასი ტონაა, სახელმწიფოს წილმა კი, 12.4 ათასი ტონა შეადგინა.

2009-2020 წლებში საქართველოში ყველაზე მეტი ნავთობი 2009 წელს მოიპოვეს - 57.6 ათასი ტონა. მაშინ ინვესტორების წილი 33.4 ათასს შეადგენდა.

ნავთობის მოპოვების მეორე პიკი იყო 2013 წელს - 51 ათასი ტონა. მოპოვების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი, 2017 წელს დაფიქსირდა - 28.2 ათასი ტონა.

რაც შეეხება გაზის მოპოვებას - ეს მაჩვენებელი 2020 წელს 9 მლნ კუბ. მეტრს შეადგენდა, საიდანაც 3 მლნ სახელმწიფოს წილი იყო.

საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების სამუშაოები ხორციელდება სალიცენზიო ფართობებზე (ე.წ. ბლოკებზე).

ნავთობის მოპოვების საქმიანობას ახორციელებს 6 ინვესტორი კომპანია: ,, ნინოწმინდის ნავთობკომპანია“; "შლუმბერჟე რუსთაველი ქომპანი (ჯორჯია) ლიმიტედი“; "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია“;  "ვი-პი-აი ჯორჯია“; "საცხენისი ჯორჯია“; "ნორიოს ხევი ჯორჯია“; "ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ საკუთარი ძალებით.

7 ინვესტორი კომპანია "ჯი-ოუ-ჯი ლიმიტედი“; "ელენილტო“; "მარექსინი“; "ჯორჯია ნიუ ვენჩერს ინკ“-ი; "ნორიოს ნავთობკომპანია“;  "ვესთ გალფ პეტროლეუმ საინჟინრო კომპანია“;  "ქოალიშენ ენერჯი ლიმიტედ კომპანია“ აწარმოებს მხოლოდ ძებნა-ძიებით სამუშაოებს.

 

Businesspartner