ენერგეტიკა
19/05/2021
საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი 4 თვეში $36.08 მლნ დაუჯდა
4 თვეში საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი 36.08 მლნ დოლარი დაუჯდა. ამ მაჩვენებლით ელექტროენერგია TOP-10 საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს შორის მე-9 ადგილზეა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ელექტრონერგიის იმპორტში გადახდილი თანხა წლიურ ჭრილში 17.9%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო წელს ელექტროენერგიის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა. იმპორტი ძირითადად, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა.