ენერგეტიკა
17/11/2022

საქართველოს ბანკის მხარადაჭერით სასტუმრო ZP Palace-მა მზის პანელები დაამონტაჟა

 

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ZP Palace“-მა, კომპანია ჯეო ენერჯის დახმარებით, მზის პანელები დაამონტაჟა. პროექტის ჯამური ღირებულება 35 000 აშშ დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 32 000 აშშ დოლარს შეადგენს.

"ჩვენ უკვე ექვსი წელია რაც საქართველოს ბანკის პარტნიორები ვართ.  მათი ფინანსური მხარდაჭერით და „ჯეო ენერჯისთან“ თანამშრომლობით, სასტუმრო ZP Palace-ის სახურავზე 43.46 კვტ სიმძლავრის მზის სადგურები, გარემოს ზრუნვისა და ელექტრო ენერგიის ხარჯის შემცირების მიზნით დავამონტაჟეთ. ეს სახურავის დამატებით თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. მზის პანელების ენერგიის წლიური საშუალო გამომუშავება 48 000 კვტ.სთ-ს შეადგენს და ინვესტიციის უკუგების პერიოდი ექვსი წელია. ჩვენ კმაყოფილები ვართ „ჯეო ენერჯის“ მიერ შესრულებული სამუშაოებით და, რაც მთავარია, პროექტი დროულად და მაღალი ხარისხით შესრულდა“, - განაცხადა სასტუმრო ZP Palace-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, მარინა კოდუამ.

"საქართველოს ბანკმა გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით მზის ელექროსადგურებისთვის ეკომეგობრული პროექტი - ენერგოკრედიტი დანერგა. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები. შედეგად კი, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო მიიღოს. აღნიშნული პროდუქციის უპირატესობა იმაში მდომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კვლავ საკუთარ ბიზნესის განვითარებას მოახმაროს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022