საქართველო აზერბაიჯანისგან 200 მლნ მ³ გაზს შემცირებული ტარიფით მიიღებს
"სოკარი" საქართველოსთვის მისაწოდებელი სოციალური ბუნებრივი აირის ტარიფს ამცირებს, - შეთანხმება მხარეებს შორის უკვე მიღწეულია, რომლის თანახმადაც, ქვეყანა აზერბაიჯანიდან 200 მლნ კუბური მეტრ გაზს შემცირებული ტარიფით მიიღებს.
შეთანხმების შედეგად, საქართველო შეძლებს შეინარჩუნოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ფასის სტაბილურობა.
"აზერბაიჯანი და კერძოდ, კომპანია "სოკარი" არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გაზის მიწოდების ნაწილში, შესაბამისად, მოეწერა ხელი მოეწერა გაზის ფასის დაკლებას, ეს არის სოციალური კალათის ფასი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
მხარეები აღნიშნავენ იმ ფაქტზეც, რომ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მეოთხე ეტაპის დასრულების შემდეგ, რომელიც „შაჰ-დენიზის“ გაზის ევროპის ბაზარზე მიწოდებას ითვალისწინებს, საქართველოზე მეტი მოცულობის აზერბაიჯანული გაზი გაივლის. ამასთან, ქვეყანა შეძლებს, უფრო შეღავათიან ფასად შეიძინოს აზერბაიჯანული გაზი საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.