რას მოგვიტანს ენერგობაზრის რეფორმა
ელექტროენერგიის ბაზრის დერეგულირების პროცესი გრძელდება. წელს, თავისუფალ ბაზარზე „ენერგო პროსა“ და „თელასის“ მომხმარებელთა ნაწილი გავა.
2021 წლის ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, წელს, „თელასიდან“ ბაზარზე გამსვლელი მომხმარებლების მოხმარება 13.5 მლნ კვტ.სთ იქნება, „ენერგო პროდან“ გასული მომხმარებლების მოხმარება 230.8 მლნ კვტ.სთ.
რეფორმის ფარგლებში იზრდება პირდაპირი მომხმარებლების წილი. 2021 წელს პირდაპირი მომხმარებლები ჯამში სავარაუდოდ, 2.3 მლრდ კვტ. სთ ელექტროენერგიას მოიხმარენ.
მთავრობა წელს, ელექტროენერგიის მოხმარების 3%-იან ზრდას ვარაუდობს.
უკვე დამტკიცებულია 2021 წლის ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსი, რომლის მიხედვითაც, წელს ელექტროენერგიის მოხმარება 12,923 მლრდ კვტ.სთ იქნება. მათ შორის, 650.8 მლნ კვტ.სთ სავარაუდოდ, ექსპორტზე გავა, ხოლო 2,699 მლრდ აფხაზეთისთვის იქნება მიწოდებული.
რაც შეეხება მიწოდებას, 2021 წელს გამომუშავება 12.414 მლრდ იქნება. მათ შორის, თბოსადგურები 3 მილიარდ კილოვატ საათზე მეტს გამოიმუშავებენ, ჰიდროსადგურები 9.321 მლრდ-ს, ხოლო იმპორტი 1.16 მლრდ იქნება.