ენერგეტიკა
04/03/2021

პრემიერმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით მინისტრებს მოსახლეობასთან შეხვედრა დაავალა

პრემიერ-მინისტრმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია დაავალა.

მინისტრებს ასევე მოუწევთ მონაწილეობა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებშიც.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებაში კითხვები არსებობს ნამახვანჰესთან დაკავშირებით და ამას პასუხი უნდა გაეცეს.

პრემიერის თქმით, ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და გამოწვევას ქვეყანამ ადეკვატურად უნდა უპასუხოს.

„წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია. პროგნოზები, რომელიც არსებობს ენერგეტიკის მიმართულებით არის შემდეგი, რომ ყოველ წელს, მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხორციელდება. მაგრამ რა თქმა უნდა, აქ ჩვენ უნდა ვიპოვით ოქროს შუალედი და ამ ოქროს შუალედის გამოსაძებნად აუცილებელია უშუალო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რათა არც ერთი კითხვა საზოგადოებაში არ დარჩეს პასუხგაუცემელი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.