ნორიოს ნავთობის საბადოზე უცხოელი პარტნიორის შემოყვანა განიხილება
ნორიოს ნავთობის საბადოზე უცხოელი პარტნიორის შემოყვანა განიხილება.
ნორიოს სალიცენზიო ტერიტორიაზე არსებული ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგების შესახებ „ნავთობისა და გაზის სააგენტოს“ ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა.
გიორგი ტატიშვილის თქმით, ადგილზე დადასტურებულია ნავთობის მარაგები, თუმცა მისი ამოღებისთვის როგორც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, ასევე ტექნოლოგიური გამოცდილებაა საჭირო.
„ნორიოს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოდ მომზადებული პროექტი საქართველოში. იმედი გვაქვს, რომ ამ საბადოზე იქ მომუშავე კომპანია „ქართული ნავთობი და გაზი“-სთან ერთად მოვახერხებთ ძლიერი ინვესტორის შემოყვანას. აქ საუბარია 6000 მეტრიანი ჭაბურღილების ბურღვაზე, რაც მოითხოვს არა მხოლოდ დიდ ფინანსებს, არამედ ძალიან ძლიერ ტექნოლოგიურ გამოცდილებას“, - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.
რაც შეეხება რესურსულ ბაზას. ნავთობის მარაგი შესაძლოა იყოს 4-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ის იყო სამგორის ცნობილ საბადოში, საიდანაც წლიურად 3 მლნ ტონა ნავთობის მოპოვება ხდებოდა.