ენერგეტიკა
23/07/2020

ნეტო აღრიცხვაში ცვლილებებმა მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა გაზარდა

გრინ ენერჯიმ კაპროვანში მდებარე სასტუმრო მაგნიკას 100 კილოვატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური დაუმონტაჟა.

კომპანიამ სამუშაოები გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და ცოტა ხნის წინ დაასრულა. პროცესი პანდემიამ შეაფერხა, თუმცა უკვე ერთი კვირაა რაც ელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა.

გრინ ენერჯიში აცხადებენ, რომ ნეტო აღრიცხვაში პირველი ივლისიდან შესული ცვლილებების შემდეგ, მზის ელექტროსადგურების დამონტაჟებაზე ინტერესი გაზრდილია. მათივე შეფასებით, მოთხოვნამ საშულოდ 60%-ით იმატა.

Businesspartner