ენერგეტიკა
07/07/2023
ნეტო აღრიცხვაში ჩართული სადგურების სიმძლავრე 47 მეგავატმადე გაიზარდა
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) ინფორმაციით, ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა.
დღეისთვის სისტემაში ჩართულია 870 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.ბოლო მონაცემებით, ქსელში ჩართული სადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 47 მეგავატი შეადგინა.
“თელასის” გამანაწილებელ ქსელში ჩართულია - 256 ელექტროსადგური; “ენერგო პრო ჯორჯიას” გამანაწილებელ ქსელში - 614 ელექტროსადგური.