ენერგეტიკა
12/03/2021
ნათია თურნავა: ნამახვანჰესს უცხოელი ინვესტორი აშენებს, თუმცა ქართული პროექტია
ეკონომიკის მინისტრი სოფლის მეურნეობის მინისტრტთან ერთად ქუთაისში ნამახვანი ჰესის მშენებლობის საკითხზე ადგილობრივებთან მორიგ შეხვედრას მართავს.
ნათია თურნავას განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ჰესს თურქული კომპანია აშენებს, ის ქვეყნის საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული პროექტია.
"ნამახვანი ჰესი არ არის პროექტი, რომელიც ეკუთვნის რომელიმე კონკრეტულ კომპანიას. იმის მიუხედავად, რომ მას უცხოელი ინვესტორი აშენებს, ეს არის ჩვენი, ქართული პროექტი, საქართველოს კუთვნილი ენერგეტიკული პროექტი. ჩვენი, ჩვენი მომავალი თაობების სიკეთე, რომელსაც ყველა ერთად შევქმნით",- განაცხადა თურნავამ.