ენერგეტიკა
09/03/2021

ნათია თურნავა: კაშხალი ბუნებრივი სტიქიების საწინააღმდეგო ნაგებობაც არის

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, კაშხალს სტიქიისგან დამცავი ფუნქციაც აქვს.

“კაშხლები არ არის მარტო ჰიდრონაგებობა ჰესისთვის, კაშხალი არის მათ შორის ბუნებრივი სტიქიების საწინააღმდეგო ნაგებობა, რომელიც მეწყერსაწინააღმდეგოა“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

პარლამენტში, დარგობრივი და გარემოს დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობის საკითხს განიხილავენ. 

Businesspartner