ენერგეტიკა
20/02/2021

ნათია თურნავა: ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა უნდა განმტკიცდეს, ახალი ობიექტები აშენდეს

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცების მიზნით, ახალი ობიექტები უნდა აშენდეს.

მისი თქმით, მოსახლეობასთან კომუნიკაციით და ინვესტორებზე სოციალური პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

„ენერგეტიკის სფერო ცხარე კამათის საგანია, განსაკუთრებით მსხვილი ჰესების მშენებლობა. საქართველოში მთლიანად ყველა ენერგეტიკული ობიექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე არის დაახლოებით 4500 მეგავატი, აქედან 70%, 3100 მეგავატი აშენებულია საბჭოთა კავშირის დროს. ეს არის პირდაპირი მინიშნება, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა განმტკიცდეს, ახალი ობიექტები აშენდეს და საქართველო ამ მხრივ იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი ექსპორტიორი რეგიონში. ჩვენ რა თქმა უნდა მოსახლეობასთან კომუნიკაციით, ინვესტორებზე ძლიერი სოციალური პასუხისმგებლობის დაკისრებით გავაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას, ისე, რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს. ყველა საერთაშორისო სტანდარტი ამ კუთხით შესრულებული იყოს“,- განაცხადა ნათია თურნავამ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023