ენერგეტიკა
09/03/2021

"ნამახვანჰესის ინვესტორმა CSR-ის ფარგლებში კონკრეტული პროექტები უნდა დააფინანსოს"

ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ ნამახვანი ჰესის მშენებლობის პროცესში კომპანია „ენკამ“ მეტი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. ნათია თურნავას განცხადებით, ასეთი პროექტების შექმნისა და მართვის პროცესში თურქულმა კომპანიამ ადგილობრივი მოსახლეობაც უნდა ჩართოს.

„სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანიამ უფრო კონკრეტული პროექტები უნდა გამოაცხადოს და დააფინანსოს. ამ პროექტების შერჩევასა და მართვაში უშუალოდ ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია უნდა ჩაერთოს. ის ადამიანები, ვინც დღეს ჰიდროსადგურის მშენებლობას აპროტესტებენ. ამაზეც ვაწარმოებთ კომპანიასთან მოლაპარაკებას და მალე ცხადი გახდება“,- განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს უსმენენ. სხდომას ესწრებიან ადგილობრივებიც.

Businesspartner