ენერგეტიკა
12/03/2021
მინისტრი: ნამახვანჰესის მშენებლობას ქართველი დირექტორი გაუძღვება
ნამახვანი ჰესის მშენებლობას ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს. ეს გადაწყვეტილება "ენკასთან" მოლაპარაკებების საფუძველზე მთავრობამ მიიღო.
"დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს გაუძღვება. ეს არის სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და ამით ვუზრუნველვყოფთ, რომ ადგილზე დასაქმებული ქართველი მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული. ასევე, მოსახლეობასთან შედგეს სწორი კომუნიკაცია და მოსახლეობის ინტერესები იყოს დაცული",- განმარტა თურნავამ.
სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრები ქუთაისში ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივებისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობით მორიგ შეხვედრას მართავენ.
ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა საზოგადოებას "ენკასთან" მოლაპარაკებებით მიღებული შედეგები წარუდგინეს.