ენერგეტიკა
09/03/2021
მინისტრი მწვანე ალტერნატივას: ქარი მოგწონთ მზე, თუ იმპორტი?! რა არის თქვენი ალტერნატივა?!
ეკონომიკის მინისტრისთვის გაუგებარია არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ პრეტენზიები. ნათია თურნავა აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობის მიერ დაწყებულ ყველა ენერგეტიკულ პროექტს ასაჩივრებს.
„რამდენი ქარის პროექტიც წამოვიწყეთ, იმდენი გაგვისაჩივრა „მწვანე ალტერნატივამ“. არ ვიცი, ქარი მოგწონთ, მზე მოგწონთ, ჰიდრო მოგწონთ, თუ იმპორტი მოგწონთ?! რა არის თქვენი ალტერნატივა?! მიიღეთ ეს ჩემს რეპლიკად“,- მიმართა მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს უსმენენ. სხდომას ესწრებიან ადგილობრივებიც. მსმენელთა შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც. სწორედ მათ მიმართა სხდომაზე ნათია თურნავამ.