ენერგეტიკა
15/06/2022

მალე საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური ამუშავდება

კომპანია "გრინ ენერჯი" უახლოეს მომავალში 1.1 მგვტ დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ექსპლუატაციაში მიიღებს.

სადგურს კომპანია კასპის მუნიციპალიტეტში აშენებს. 2000-მდე მზის პანელი, რომელიც 1.6 ჰექტარ ტერიტორიაზეა დამონტაჟდებული, წლიურად 1 400 000 კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პანელების ნაწილის დამონტაჟება უკვე დასრულებულია და სადგური ამჟამად 500 კვტ სიმძლავრის დატვირთვით ოპერირებს. პროექტის ღირებულება $610 000-ია.

გამომუშავებული განახლებადი ელექტროენერგიით პლასტიკის და ენერგოეფექტური კერამიკული აგურის საწარმოები მარაგდება.

"გრინ ენერჯი" კერძო და ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურების პროექტირებას და მშენებლობას 2017 წლიდან ეწევა. კომპანიას საქართველოში 5 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის კომერციული და საყოფაცხოვრებო მზის ელექტროსადგურები აქვს დამონტაჟებული. "გრინ ენერჯი" საქმიანობას ასევე აზერბაიჯანშიც ეწევა, სადაც 25 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის სადგურები აქვს აშენებული.

"ჩვენი უმთავრესი მიზანია მზის ენერგეტიკის განვითარებით გავზარდოთ საქართველოს ენერგოეფექტურობა და ენერგოდამოუკიდებლობა. მზის ენერგია ეკოლოგიურად სუფთა, განახლებადი ენერგიაა. ასეთი სადგურების განვითარებით, გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში “მწვანე ეკონომიკის” განვითარებაში და მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ბუნებრივი გარემო" - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი დავით შვანგირაძე.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022