ენერგეტიკა
24/01/2023
მაია მელიქიძემ მდგრადი ეკონომიკის კონკურენტულ პოლიტიკაზე მაღალი დონის სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) პრეზიდენტმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო პარიზში მიმდინარე მდგრადი ეკონომიკის კონკურენტული პოლიტიკის შესახებ მაღალი დონის სიმპოზიუმში, რომელიც ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით გაიმართა.
სიმპოზიუმის ფარგლებში მაია მელიქიძემ ისაუბრა განახლებადი ენერგიების განვითარების აუცილებლობის შესახებ. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა მდგრადი ეკონომიკის ჭრილში, ენერგეტიკის, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სექტორის განვითარების პერსპექტივებისა და საქართველოს პოტენციალის შესახებ.