ენერგეტიკა
05/05/2020

ლუგელას ხეობაში ხობი 2 ჰესის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება

სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში, ჰიდროელექტროსადგურ ,,ხობი-2“-ი აშენდება. ჰიდროელექტროსადგური 41 მეგავატი სიმძლავრის იქნება და მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება.

პროექტის განხორციელებაში ,,კავკასუს როუდ პროჯექტი“ 100 მლნ დოლარს ჩადებს.

სამუშაოების 20% უკვე შესრულებულია. დასრულებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამჟამად მიმდინარეობს TBM დანადგარის დასაწყობება. უახლოეს დღეებში მისი აწყობა და გვირაბის გაჭრა დაიწყება.

სამუშაოებში 30-მდე ადგილობრივი მუშა-ხელია დასაქმებული.