ენერგეტიკა
04/03/2021
ლევან დავითაშვილი: დარწმუნებული ვარ, ნამახვანჰესის პროექტი წარმატებით განხორციელდება
სოფლის მეურნეობის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ნამახვანი ჰესის პროექტი წარმატებით განხორციელდება.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ე.წ ექსპერტები ადგილობრივების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, თუმცა ხელისუფლება მათ ამის საშუალებას არ მისცემს.
"ასეთი ჯგუფები ყოველთვის არიან განახლებადი ენერგიის პროექტების მოწინააღმდეგეები და არასდროს არ არიან ტრადიციული და არანაგახლებადი, ძველი ენერგოგენერაციის პროექტების მოწინააღმდეგეები. შეიძლება, ისინი კონკრეტულ ინტერესებს ატარებენ. ამას ეჭვის დონეზე ვამბობ. მოსახლეობაზე ამ ჯგუფების გავლენა, სამწუხაროდ, ძალიან ნეგატიურია. თუმცა, ხელში გვაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ მოსახლეობას მივუტანოთ ინფორმაცია. დარწმუნებული ვარ, პროექტი წარმატებით განხორციელდება",- აღნიშნა დავითაშვილმა.