ლაშა ხუციშვილი: CFD ენერგოსექტორისთვის მოქნილი და მიმზიდველი მექანიზმია
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ CFD ენერგოსექტორისთვის მოქნილი და მიმზიდველი მექანიზმია.
„ჩვენ გვქონდა ძალიან ფართო კონსულტაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. მათ შორის წამყვანი როლი ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს. ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა მექანიზმი, რომელიც მაქსიმალურად აზღვევს როგორც ფისკალურ რისკებს ასევე შესაძლებლობას იძლევა, წახალისდეს ენერგიის გენერაცია საქართველოში.
პირველი აუქციონიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ შესაძლებელია ვთქვათ რომ საკმაოდ მიმზიდველი და მოქნილი მექანიზმია კერძო სექტორისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ პირველ შეთავაზებაზე გაცილებით მაღალი იყო მოთხოვნა, ვიდრე შეთავაზება იყო ჩვენი მხრიდან. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ აქტივობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების განსამტკიცებლად.“-განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.