ენერგეტიკა
31/07/2023

ივნისში ელექტროენერგიის გამომუშავება 8%-ით შემცირდა

2023 წლის ივნისში საქართველოს ელექტროსადგურებმა 1,369 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს. გენერაცია წლიურად 8%-ითაა შემცირებული (2022 წლის ივნისში მთლიანი გამომუშავება იყო 1,485 მლნ. კვტ/სთ). ყოველწლიურად გამომუშავების შემცირება ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების 8%-იანი, ქარის 9%-იანი და თბოელექტროენერგიის წარმოების 46%-იანი კლებითაა გამოწვეული. მონაცემების ანალიზს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აქვეყნებს.

თვიურ ჭრილში ელექტროენერგიის გამომუშავება დაახლოებით 3%-ით გაიზარდა (2023 წლის მაისში მთლიანი გამომუშავება იყო 1,325 მლნ. კვტ/სთ). მთლიანი გამომუშავების ყოველთვიური ზრდა კი ჰიდროელექტროსადგურის 3%-ით, თბოენერგიის გამომუშავების 104%-ით ზრდისა და ქარის გამომუშავების 30%-ით კლებას ასახავს. 

ელექტროენერგიის მოხმარება ადგილობრივ ბაზარზე 981 მლნ. კვტ/სთ შეადგინა (-9% 2022 წლის ივნისთან შედარებით და -5% 2023 წლის მაისთან შედარებით).

2023 წლის ივნისში ელექტროენერგიის გამომუშავებამ მოხმარებას 387 მლნ. კვტ/სთ-ით გადააჭარბა, რომელიც მთლიანი გენერაციის 28%-ს, ხოლო მთლიანი მოხმარების 39%-ს შეადგენდა (2022 წლის ივნისში სხვაობამ მთლიან გენერაციასა და მოხმარებას შორის წარმოქმნა ჭარბი 403 მლნ.კვტ.სთ, მთლიანი გენერაციის დაახლოებით 27% და თვეში მთლიანი მოხმარების 37%).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023