ჰელიოს ენერჯი: 1 კვტ.სთ-ის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მონტაჟი $700-მდე ღირს
საქართველოში 1 კვტ.სთ-ის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის დამონტაჟება დაახლოებით $600-700 დოლარი ღირს. სადგურის მასშტაბურობასთან ერთად იზრდება მისი ფასიც, თუმცა მცირდება ინვესტირებული თანხის უკუგების პერიოდი.
როგორც „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელმა, გუგა ბარბაქაძემ განაცხადა, ეს მიმართულება ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ტარიფების გაძვირების ფონზე უფრო მიმზიდველი ხდება.
„1 კვტ/სთ სიმძლავრის დამონტაჟება დაახლოებით $600-750-მდე ჯდება. მაგრამ თუ სიმძლავრე არის დიდი, მაგალითად 50-100 კვტ.სთ მაშინ ჩადებული ინვესტიციის უკუგების პერიოდი დაახლოებით 4 წელია, რაც ბიზნესისთვის ძალიან საინტერესოა.
განახლებად ენერგიებზე ბიზნესის მოთხოვნა იზრდება. ქარისა და მზის ელექტროსადგურები კერძო სექტორისთვის ფინანსურად უფრო მიმზიდველი ხდება. ელექტროსადგურის მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციების უკუგების პერიოდი 5-დან 6 წლამდე მერყეობს.