ენერგეტიკა
08/04/2021
"გვაქვს პერსპექტივა განახლებადი ენერგიის რესურსის ათვისებით მივაღწიოთ ეკონომიკის სწრაფ განვითარებას"
"საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის" თავმჯდომარე, დავით მირცხულავა საქართველოში აზერბაიჯანული გაზით თბოსადგურების ამუშავების სარგებლიანობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"ამ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე მოძრაობა „არა ჰესების“ კიდევ ერთი მხარდამჭერის წერილი, რომელიც ქვეყანას, ქართულ ენერგეტიკას თავაზობს აზერბაიჯანული “უფასო გაზით, რომელიც გვერგება “ (ეს ტრანზიტის გადასახადია და ბუნებრივია უფასო არ არის) გამოყენებით, დამატებითი თბოსადგურის(ების) მშენებლობას ჯერ 800 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზით 4 მილიარდი კვტსთ ენერგიის მიღებას, შემდეგ თანდათანობით 1,5 მილიარდი მ3 გაზის დაწვას თბოსადგურებში და ასე ქვეყნის მომავალი ელექტროენერგიის დეფიციტის დაფარვას და შედეგად ქვეყანაში „გიგანტური“ , ალბათ საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობის თემის „დასრულებას“ და გადასვლას თბოგენერაციაზე. მართლა საოცარია მთელი მსოფლიო საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს სხვა გადასვლას აპირებს: მრავალ ქვეყანაში უკვე აქტიურ პროცესშია „მე 4 ენერგეტიკულ გადასვლა“ (Energy transition), რომელიც მარტივად ნიშნავს თანდათანობით უარს წიაღისეულ საწვავზე, ჩვენ კი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას გვთავაზობენ თუ „გვაიძულებენ“ . ვთვლიდი და ვიცი (და ვიცნობ), რომ ჩვენ ქვეყანას ჰყავს კვალიფიციური გარემოს დამცველებიც, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ის რაზეც ეხლა მინდა ვისაუბრო. აი „არა ჰესების" ექსპერტებმა და მხარდამჭერებმა კი ეჭვი მეპარება, რომ ეს იცოდენ...
ვფიქრობ მეტ-ნაკლებად განათლებულმა ადამიანმა იცის და რა თქმა უნდა კვალიფიციურმა გარემოს დამცველმა, რომ ორ წელიწადზე ნაკლებში, 2023 წლიდან ევროკავშირს შემოაქვს იმპორტირებულ ნებისმიერ პროდუქციაზე ნახშირბადური გადასახადი (ნახშირბადური კვალი).
ეს კი ნიშნავს: თუ პროდუქცია დამზადებული იქნება იმ ელექტროენერგის გამოყენებით, რომელიც გენერირებულია ნახშირის ან გაზის თბოსადგურზე, ამ პროდუქციაზე გადასახდელი იქნება ნახშირბადური გადასახადი. აღსანიშნავია, რომ ეს გადასახადი არ შევა კონკრეტული ქვეყნის ბიუჯეტში, არამედ გადაირიცხება სპეციალურ გლობალურ ფონდში და მისი გაახარჯვა მოხდება სპეციალური კლიმატურ პროგრამებზე. ბუნებრივია, შემოღებული გადასახადი ძალიან გაზრდის ნებისმიერი პროდუქციის თვთღირებულებას და როგორც უწოდებენ „ჭუჭყიანი“ ელექტროენერგიის საშუალებით დამზადებული პროდუქცია იქნება გაცილებით ძვირი და მას ძალიან გაუჭირდება და საერთოდ შეუძლებელი გახდება ბაზარზე კონკურენცია. ეს გადასახადი შეეხება ნებისმიერ პროდუქტს არის ეს ტანსაცმელი, ქიმიური პროდუქცია, ფეროშენადნობი, აზოტოვანი სასუქი თუ ფოლადი და ასე შემდეგ. ევროკავშირში იმპორტირებული პროდუქტი მაღალი "ნახშირბადის კვალით", მაგალითად, ნავთობის, გაზის, ლითონების, ცემენტის, სასუქის და ა.შ. მათთვის განისაზღვრული იქნება სათბური გაზის ემისიების ლიმიტი, ევროკავშირის სტანდარტებით. თუ ისინი გადააჭარბებენ ამ ლიმიტებს, ექსპორტიორი აუცილებლად გადაიხდის გადასახადს. ეს კი აუცილებლად გამოიწვევს გლობალური ბაზრების გადახედვას, ქვეყნები ვისაც ამის შესაძლებლობები აქვთ დაიწყეს (დაიწყებენ) სწორედ ”სუფთა მწვანე ენერგიით“ დამზადებული პროდუქციით, ახალი ნიშის ძებნას ამ ბაზრებზე. უამრავი ქარხანა და მისი მფლობელი მსოფლიოში შეეცდება და უკვე ცდილობს შეარჩიოს თავისი წარმოებისათვის ისეთი ადგილმდებარეობა სადაც ექნება განახლებად ენერგიით მიღებულ ელექტროენერგიაზე წვდომა და ეს პროცესი უკვე ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს (ჩვენ კი ჰესების მაგიერ,“გარემოს დამცველები“ დიდ მასშტაბურ თბოსადგურებს გვთავაზობენ!!!).
რეგიონის ქვეყნებთან შედარებით (აზერბაიჯანი, თურქეთი,რუსეთი,სომხეთი) საქართველოში დამზადებულ ,შექმნილ პროდუქციას ნახშირბადური კვალი ექნება გაცილებით ნაკლები, რადგან ზემოთ აღნიშნული ქვეყნების ენერგეტიკა მეტადაა დამოკიდებული გაზის,ნახშირის გენერაციაზე. ამ ფაქტორის გათვალისწინებით საქართველოს რეალურად გააჩნია აშკარა, დიდი სასტარტო უპირატესობა და დიდი შანსი ზემოთ ჩამოთვლილ მეზობლებთან შედარებით მაქსიმალურად გამოიყენეოს ეს წინაპირობები, რადგან ჩვენი გენერაციის თითქმის 80% მოდის სწორედ განახლებად ენერგიაზე ჰიდროსადგურებზე და ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ქარის სადგურზე.
ნახშირბადური გადასახადის შემოღებით გაჩენილი ახალი რეალობის გათვალისწინებით და თავისი ბუნებრივი პოტენციალური ენერგეტიკული რესურსებით, საქართველოს აქვს უდიდესი პერსპექტივა მდგრადი განვითრების პრინციპების გათვალისწინებით განახლებადი ენერგიის რესურსის ათვისების შემთხვევაში მიაღწიოს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, სიღარიბის დაძლევას, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას. ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ხაზი გაუსვა: ენერგეტიკის განვითარების მამოძრავებელი ძალა დღეს არის, არა ეკონომიკური მიმზიდველობა ენერგიის წყაროების არამედ ახალი უმნიშვნელოვანრესი ფაქტორი „ბრძოლა კლიმატის ცვლილებასთან“.
აქ მინდა როგორც ყოველთვის, მაგალითიც მოვიყვანო (თუმცა ჩვენთნ სხვის მაგალითზე ნაკლებად სწავლობენ, სხვის მაგალითზე კი არა საკუთარ შეცდომას უამრავჯერ ვიმეორებთ,მაგრამ მაინც ჯიუტად მჯერა მაგალითის მოყვანა შედეგს მოიტანს) და რამდენიმე სიტყვა ვთქვა ნორვეგიაზე ,ქვეყანაზე ,რომელსაც უდიდესი მარაგები აქვს ნავთობის, ბუნებრივი გაზის და მაქსიმალურად ცდილობს ეს რესურსი ქვეყნის შიგნით მინიმალურად გამოიყენს და მისი მთელი ენერგიის გენერაცია განახლებადი ენერგიის წყაროებს უკავშირდება და პირველ რიგში რა თქმა უნდა ჰიდროენერგეტიკას.ნორვეგიაში გენერირებული 149 მილიარდი კვტსთ დან 143მილიარდი კვტსთ მოდის ჰიდროენერგეტიკაზე ( ჩვენი ჰიდროს 9 მილიარდი კვტსთ ძალიან მორიდებულად გამოიყურება), 2,1 მილიარდი კვტსთ ქარზე 0,2კვტსთ გეოთერმიაზე.
ამ ბოლო დროს სწორედ ნახშირბადური გადასახადი შემოღებასთან დაკავშირებით, ნორვეგიაში ხაზს უსვავენ ჰიდროენერგეტიკის კიდევ ერთ უპირატესობას - მის კლიმატურ ნეიტრალურობას.ნორვეგიის სამეფოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მათი ჰიდროელექტრო სადგურების როლი 21 ე საუკუნეში გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების გეგმები ეტაპობრივად უარი თქვან წიაღისეული ენერგიის გამოყენებაზე ელექტროენერგიის მისაღებად, გაცილებით უზრდის პერსპექტივებს ნორვეგიულ ჰიდროენერგეტიკას რეგიონში. მაგალითად, შვედეთსა და ფინეთში, სავარაუდოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება ნორვეგიის ჰიდროელექტროსადგურის პოტენციალის გამოყენების წილი. ჰიდროგენერაციის ზრდა კი ხელს უწყობს ეკონომიკის მასთან დაკავშირებულ სექტორებს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას", - წერს სოციალურ ქსელში დავით მირცხულავა.