ენერგეტიკა
23/09/2021

გროს ენერჯი ჯგუფი: ნამახვანის პროექტის ჩაშლა ქვეყნის იმიჯზე ცუდად იმოქმედებს

კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა „ბიზნესპარტნიორთან“ ნამახვანჰესის პროექტის ჩავარდნას აფასებს და აცხადებს, რომ  თურქული კომპანიის ეს გადაწყვეტილება  ცუდი ფაქტია და საკმაოდ მძიმედ აისახება ქვეყნის ბიზნეს საინვესტიციო გარემოზე.

მისი ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის პროექტების ჩაშლა, ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს, შესაბამისად, საკმაოდ რთული იქნება ახალი ინვესტორის მოძიება და შემოყვანა.

„ვიმედოვნებ, კომპანიასა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები გაიმართება და თურქული კომპანია საერთაშორისო არბიტრაჟში არ იჩივლებს,“ - აცხადებს ტყებუჩავა.

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს, შედეგად, ის $800 მილიონიან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უარს ამბობს. 

 

Businesspartner