ენერგეტიკა
02/06/2022

გიორგი ფანგანი: ენერგიაზე ფასების კლების ტრენდი არა თუ საქართველოში, მსოფლიოში არ შეინიშნება

სემეკში იმედოვნებენ, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ ფასები საშუალო და გრძელვადიან პერიოდში დასტაბილურდება.

სემეკის წევრის, გიორგი ფანგანის განმარტებით, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასაც. 

"ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ფასები დასტაბილურდება. ზოგადად, ენერგიაზე ფასების კლების ტრენდი არა თუ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არ შეინიშნება. პირიქით, ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინაში რუსეთის აგრესიაა. ბუნებრივ გაზზე ფასის ზრდა ელექტროენერგიის ფასის ზრდას იწვევს. ყველა თბოსადურს ეზრდება პროდუქციის ღირებულება. ენერგიის ფასის კლებაზე ამ ეტაპზე საუბარი რთულია. თუმცა, საშუალოვადიან პერიოდში ბირჟა ფასების დასტაბილურებაში დაგვეხმარება, ასევე გამჭვირვალობასა და ინვესტიციების შემოდეინებას შეუწყობს ხელს",- განაცხადა ფანგანმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023