ენერგეტიკა
09/09/2020

"გაზსაცავის მშენებლობა დააონსებულ ვადებში დასრულდება"

გაზსაცავის მშენებლობა დააონსებულ ვადებში დასრულდება, - ეკონომიკის მინისტრის განმარტებით გერმანიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხიდან 120 მილიონის გადამისამართება ანტიპანდემიური ღონისძიებებისთვის პროექტის შეფერხებას არ გამოიწვევს.

პირველი ეტაპის დასაწყებად კი, ქვეყანას საკმარისი რესურსი გააჩნია. ნათია თურნავას განმარტებით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი საერთაშორისო ტენდერის შედეგებიც.

გაზსაცავის პროექტი "საპარტნიორო ფონდმა" ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში წარადგინა. პროექტის დაწყება რამდენჯერმე გადავადდა. მიწისქვეშა გაზსაცავი თბილისთან ახლოს აშენდება და მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი. პროექტის  ღირებულება  220-250-თ მილიონ ევროდ არის შეფასებული.

Businesspartner