ენერგეტიკა
11/03/2021

"გაზრდილი ენერგომოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია დამატებითი გენერაციის წყაროების ამოქმედება"

„ჩვენი პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყნის შიდა ენერგომოხმარება იქნება 20 მლრდ კლვტ/სთ,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა.

თორნიკე ყაზარაშვილის განმარტებით, დამატებითი გენერაციის წყაროების გარეშე, ენერგოდეფიციტი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„2020 წელს ჩვენი შიდა მოხმარება იყო 12.6 მლრდ კლვტ/სთ. საიდანაც დაახლოებით 1.6 მლრდ-ის იმპორტი დაგვჭირდა. ეს ტენდენცია იზრდება. ჩვენი პროგნოზით, მოხმარება ყოველ წლიურად 3%-ით გაიზრდება. იმისთვის რომ ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, აუცილებელია დამატებითი გენერაციის წყაროების ამოქმედება. ამის გარეშე კი ენერგოდეფიციტი იქნება იმაზე ბევრად მეტი ვიდრე წელს იყო. 2030 წლისთვის ქვეყნის შიდა ენერგომოხმარება იქნება 20 მლრდ კლვტ/სთ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ დღევანდელი დღიდან არ დავიწყეთ დამატებითი გენერაციის წყაროების განვითარება, ხელშეწყობა და მათი შენებელობა, მოგვიწევს, რომ წარმოქმნილი დეფიციტი სრულად იმპორტის საშუალებით დავაკმაყოფილოთ,“ - განაცხადა თორნიკე ყაზარაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022