ენერგეტიკა
10/02/2023

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების სქემის ფარგლებში აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის  სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილების შესაბამისად, სიმძლავრის აუქციონი გამოაცხადა. 
 
აუქციონი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: 
 
• ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) - 150 მგვტ;
• ქარის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;
•მზის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;
• სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.
 
დეტალური ინფორმაცია სიმძლავრის აუქციონის შესახებ განთავსებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე - www.economy.ge.
Businesspartner