ენერგეტიკა
23/12/2020

განახლებადი ენერგიის წილი ენერგოგენერაციაში 77%-მდე შემცირდა

11 თვეში განახლებადი ენერგიის წილი ენერგოგენერაციაში 77%-მდე შემცირდა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) კვლევის მიხედვით, 11 თვეში ენერგიის ჯამური გენერაცია წ.წ. 5.8%-ით შემცირდა. გენერაცია წლის დასაწყისიდან მცირდებოდა და შემცირების პიკს ივნისში მიაღწია (-17% წ.წ). მომდევნო თვეებში დაიწყო აღდგენა და სექტემბერ-ოქტომბერში წლიურად 6.6%-ით და 6.3%-ით გაიზარდა, თუმცა 6%-მდე შემცირდა ნოემბერში.

გენერაციის კლებასთან ერთად საქართველოში განახლებადი ენერგიის წილი მცირდება. თბოსადგურების გენერაცია ჯამურად 1.7%-ით არის შემცირებული გასულ წელთან შედარებით და 2.3 ტვტ.სთ. შეადგინა 2020 წლის 11 თვეში, თუმცა განახლებადი წყაროების გენერაცია უფრო მეტად (-7%) არის შემცირებული ანალოგიურ პერიოდში, რაც ძირითადად ცუდი წყალმოდინების, დაბალი მოთხოვნის და ექსპორტის შესაძლებლობის შემცირებამ განაპირობა.

განახლებადი ენერგიის წილი 77%-მდე შემცირდა (-1 პ.პ.) და წლის ბოლომდე მოსალოდნელია 76% შეადგინოს ჯამურ გენერაციაში.

ენგურის წილი ჯამურ გენერაციაში მცირდება და 25%-ია 2020 წლის 11 თვეში, რაც 4%-ით და 9%-ით ნაკლებია 2019 და 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ ჯამურად მარეგულირებელი ჰესების გენერაციამ 3.8 ტვტ. სთ. შეადგინა 2020 წლის 11 თვეში და 18%-ით შემცირდა, წინა წელთან შედარებით.

სეზონური, წყალმოდინებაზე დამოკიდებული ჰესების გენერაცია მკვეთრ ზრდას აჩვენებს, შუახევი ჰესის ხარჯზე. აღნიშნული ჰესების ჯამურმა გენერაციამ 3.4ტვტ. სთ. შეადგინა 2020 წლის 11 თვეში, რაც +8%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად. აღნიშნული ძირითადად შუახევის ჰიდროელექტროსადგურის ამუშავებიდან გამომდინარეობს.

მცირე ზომის ჰესების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა გენერაცია იკლებს. ოთხ ახალ სიმძლავრის ჰესთან ერთად 71 მცირე ზომის ჰესის ჯამურმა გენერაციამ 0.6 ტვტ. სთ. შეადგინა 2020 წლის 11 თვეში, რაც 3.3%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე, მაგრამ მოსალოდნელია გაიზარდოს მომავალ წელს, ახალი ჰესების ხარჯზე და მიმდინარე პერიოდში აშენებული ჰესების სრული დატირთვით ამუშავების შემთხვევაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020