ენერგეტიკა
20/09/2023
გაიზრდება თუ არა კომუნალური გადასახადის ტარიფები
ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფები მიმდინარე წელს არ გაიზრდება, - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კომუნალური გადასახადის ტარიფები გრძელვადიანი პერიოდითაა განსაზღვრული და მისი ზრდა ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის.
"გასულ წელს კომუნალური გადასახადის ტარიფები დავადგინეთ, რომელიც 5 წლის ვადითაა განსაზღვრული. ასევე ელექტროენერგიის ტარიფიც გრძელვადიანი პერიოდითაა დადგენილი, იქაც 5 წლიანი პერიოდით,“-აცხადებს ნარმანია.