ენერგეტიკა
03/07/2023

ევროპაში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, ფინეთსა და ისლანდიაშია - ფასების მიმოხილვა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი  არ შეცვლილა – 1,50 ევროთი/ლიტრაზე,  დიზელის საწვავის საშუალო  ფასი  გაიზარდა - 0.01 – 1,41  ევროთი/ლიტრაზე. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ფინეთი და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

30 ივნისის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2,09 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.25  ევროს, დიზელის საწვავი - 1,76 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,90 ევროს,  A-98 მარკის ბენზინი - 2,05 ევროს, დიზელის საწვავი - 1,65 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1.97 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2,06  ევროს, დიზელის საწვავი - 1,87 ევროს;

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის  ბენზინი - 0,514 ევროს, A-95  მარკის ბენზინის ფასი - 0,55 ევრო , A-98  მარკის ბენზინი - 0,66 ევრო, დიზელის საწვავი - 0,62 ევროს.

 უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:

სომხეთშ - 1 ლიტრი A-92 მარკის  ბენზინის ფასი შეადგენს  - 0,95 ევროს,  A-95 მარკის ბენზინი - 1,02 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი - 1.79 ევროს , დიზელის საწვავი - 1.05 ევროს;

აზერბაიჯანში - A-92 მარკის  ბენზინი -0,54 ევროს,  A-95  მარკის ბენზინის ფასი - 1,08 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი - 1,25 ევროს; დიზელის საწვავი - 0,43 ევროს;

 უკრაინაში - A-92 მარკის  ბენზინი - 1,04 ევროს,  A-95  მარკის ბენზინის ფასი - 1,11 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.17 ევროს, დიზელის საწვავი - 1,08 ევროს;

თურქეთში - A-95  მარკის  ბენზინის ფასი - 0,84 ევროს, A-98  მარკის ბენზინი - 0,86 ევროს, დიზელის საწვავი - 0,84 ევროს.

მოლდავეთში - A-92 მარკის  ბენზინი  - 1,193 ევროს,  A-95  მარკი ბენზინის ფასი - 1,21 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,48 ევროს, დიზელის საწვავი - 1,01 ევროს.

ბელორუსიაში  - A-92 მარკის  ბენზინი  - 0,68 ევროს,  A-95  მარკი ბენზინის ფასი - 0,72 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,79  ევროს, დიზელის საწვავი - 0,72 ევროს.

საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს - A-92 მარკის  ბენზინი - 0,85 ევროს,  A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,97 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.22 ევროს; დიზელის საწვავი - 1.09 ევროს.

 

Businesspartner