ენერგეტიკა
03/03/2021
ენგურჰესის გაჩერებამ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი მკვეთრად გაზარადა
ენგურჰესის გაჩერებამ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი მკვეთრად გაზარადა.
2021 წლის 2 თვეში ქვეყანამ 827.8 მლნ კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, თითო თვეში 410 მილიონ კვტ.სთ -ზე მეტი. მთავარი მომწოდებლები რუსეთი და აზერბაიჯანია.
ესკოს ექსპრეს მონაცემებით, რუსეთიდან 2 თვეში 521 მილიონ კვტ.სთ ელექტროენერგია შევიძინეთ, აზერბაიჯანიდან კი, 299.7 მილიონი.
ელექტროენერგიის იმპორტი
2021 წლის იანვარი
რუსეთი - 262.315 მლნ კვტ.სთ
აზერბაიჯანი - 151.78 მლნ კვტ.სთ
იმპორტი სულ 414.09 მლნ კვტ.სთ
2021 წლის თებერვალი
რუსეთი - 258.85 მლნ კვტ.სთ
აზერბაიჯანი - 147.94 მლნ კვტ.სთ
თურქეთი - 6. 93 მლნ
იმპორტი სულ - 413.72 მლნ კვტ.სთ