ენერგეტიკა
21/10/2022

ენერგოსექტორის რეფორმის მხარდასაჭერად გერმანიის მთავრობა საქართველოს €27 მლნ-ს გამოუყოფს

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად გერმანიის მთავრობა ფინანსურს რესურსს გამოუყოფს. ქვეყანა 27 მილიონ ევროს ბიუჯეტის მხარდამჭერ ფინანსურ რესურსს მიიღებს.

საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის  შეთანხმებას "ეკონომიკის სტაბილიზაცია ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერით“ ხელი უკვე მოეწერა.

შეთანხმება გულისხმობს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მეხუთე ფაზის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას. ამ შეთანხმებით საქართველოს მთავრობა გააგრძელებს განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობისა და ბაზარზე ორიენტირებული ელექტროენერგიის პოტენციალის რეალიზებას.

Businesspartner