"ენერგეტიკის მედია კლუბის" ფარგლებში ჟურნალისტებისთვის ტრენინგები იწყება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკ) ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან ერთად, პროექტ „ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში ჟურნალისტებისთვის 9 მარტიდან ონლაინ კურსს იწყებს. კურსის თემატიკა შეეხება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებს.
კურსს გახსნის სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და მონაწილეებს ენერგეტიკული ბიზნესის, ენერგეტიკული სექტორის რეგულირების საკითხებს გააცნობს. ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის წარმომადგენლები და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები.
კურსის ფარგლებში განხილული იქნება ელექტროენერგიის საცალო ბაზრის, განახლებადი ენერგიების რეგულირების, ჰიდრო და თბოენერგეტიკის ისტორიის, ენერგეტიკის სექტორში მოწყვლადი მომხმარებლების სტატუსის, ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის, ენერგეტიკული ბირჟის, საბალანსო და დამხმარე ბაზრების, კონკურენციის, ბუნებრივი გაზის სექტორის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირების, სატარიფო პოლიტიკის, კიბერუსაფრთხოებისა და გარემოსდასცვითი საკითხები.
კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე.კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.
მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემულ ბმულზე:
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 6 მარტი, 18:00 საათი.