ენერგეტიკა
11/12/2020
ელექტროენერგიის ტარიფების დადგენაზე მსჯელობა სემეკ-ში მომავალი კვირიდან დაიწყება
ელქტროენერგიის ტარიფების დადგენაზე მსჯელობა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი) მომავალი კვირიდან დაიწყება.
ახალი ტარიფები დადგინდება როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული სექტორისთვის. თუ როგორ შეიცვლება ტარიფები, ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებში პროგნოზის გაკეთება უჭირთ, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ ტარიფებზე მსჯელობის შემდეგ ელქტროენერგია გაძვირდეს.
გადაწყვეტილებას სემეკი თვის ბოლომდე, საჯარო განხილვების შედეგად მიიღებს.