ენერგეტიკა
09/02/2021

ელექტროენერგიის დეფიციტი ზრდადია - IDFI-ის კვლევა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტი იზრდება. დეფიციტმა 2020 წელს +5.3% წ.წ. და 1.46 ტვტ. სთ შეადგინა.

ამავდროულად იმპორტის მოცულობა თითქმის არ შეცვლილა (-1% წ.წ.) და 1.61 ტვტ. სთ. შეადგინა, მაგრამ ექსპორტი 2020 წელს მკვეთრად შემცირდა 0.15 ტვტ. სთ-მდე (-37% წ.წ.).

რუსეთიდან ელენერგიის იმპორტმა 2020 წელს ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმს მიაღწია (35%).

„აღნიშნულს ხელს უწყობს აფხაზეთის ზრდადი ელენერგიის მოხმარება, ხოლო თურქეთი ნომერ პირველ საექსპორტო ბაზრად რჩება (41%), თუმცა მკვეთრად შემცირებული ექსპორტის მოცულობის ფონზე“,- აცხადებენ IDFI-ში

ელენერგიის დეფიციტის დასაბალანსებლად, 2020 წელს 59 მლნ. აშშ დოლარის წმინდა იმპორტი დაგვჭირდა. იმპორტის და ექსპორტის ღირებულებამ 65 მლნ დოლარი და 6 მლნ დოლარი შეადგინა, შესაბამისად ანალოგიურ პერიოდში. შეინიშნება გაუმჯობესება (-11 მლნ. აშშ დოლარი) 2019 წელთან შედარებით.

ერთი კვტ. სთ. ელექტროენერგიის იმპორტის ფასი -17%-ით შემცირდა და საშუალოდ 4 აშშ დოლარის ცენტი იყო 2020 წელს. ხოლო საექსპორტო ფასი გაიზარდა +18%-ით და 3.8 აშშ დოლარის ცენტს გაუტოლდა ანალოგიურ პერიოდში. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ექსპორტის მცირე მოცულობა.

ამასთან, IDFI-ის კვლევის თანახმად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში 4-ჯერ შემცირდა 2020 წლის 9 თვის განმავლობაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 46 მლნ დოლარი შეადგინა.

„COVID-19 პანდემია ძირითად დაბრკოლებად მოიაზრება, თუმცა ლარის გაცლითი კურსის გაუფასურების ფონზე დღეისათვის ფაქტიურად არ არსებობს განახლებადი ენერგიის წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობდა ინვესტიციების მოზიდვას და შეამცირებდა იმპორტზე დამოკიდებულებას“,- აცხადებენ ორგანიზაციაში. 

2020 წელს აპრილი-აგვისტოს პერიოდში საბითუმო ფასების საშუალო ზრდამ წ.წ. 41% შეადგინა. საბითუმო ფასები ბოლო ხუთი წლის მაქსიმალურ მაჩვენებლებზეა და ზრდა აღნიშნულ პერიოდში ძირითადად ორნიშნა მაჩვენებელზეა. შედარებით იაფიანი ელ. ენერგიის წყაროების გენერაციის შემცირება ზრდის საბითუმო ფასებს ელენერგიაზე. ელენერგიის საბითუმო ფასები საშუალოდ 25%-ით გაიზარდა 2020 წელს, რაც ნაწილობრივ გაცვლითი კურსის გაუფასურებით და ენგურის გენერაციის შემცირებით არის განპირობებული.

ელენერგისს სამომხმარებლო და კომერციული ტარიფები მკვეთრად იზრდება 2021 წელს, ძირითადად გაუფასურებული გაცვლითი კურსის და სექტორის იმპორტზე დამოკიდებულების შედეგად. ასევე, მკვეთრი ზრდა გარკვეულწილად გამოწვეული წინა პერიოდებში ტარიფის შენარჩუნების შედეგად. ზრდა ყველაზე მაღალია (+24%) 102 კვტ. სთ-ზე დაბალი მოხმარების საყოფაცხოვრებო აბონენტებისათვის და ასევე იმ კომერციული მომხმარებლებისათვის, რომლებიც რეგიონში არიან წარმოდგენილი (+90%).

IDFI-ში აცხადებენ, რომ დეფიციტი გაიზრდება. 

ელენერგიის მოხმარება ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული. კორელაცია ეკონომიკურ ზრდასა და ელ. ენერგიის მოხმარების ზრდას შორის (აფხაზეთის გამოკლებით) 80%-ს აღწევს. 2020 წელს ელ. ენერგიის მოხმარება 10.3%-ით შემცირდა და რეალური მშპ -6.1%-ით აღნიშნულ პერიოდში.

მოსალოდნელია , რომ ელ. ენერგიის მოხმარება 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდეს 2019 წლის დონეს. 2021-2025 წლებში მოხმარება მოსალოდნელია საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდოს, გენერაციის 4.8%-ით ზრდის ფონზე და 2019 წლის დაბალი გენერაციის გათვალისწინებით. ელ. ენერგიის დეფიციტი 7.5%-ით გაიზრდება აღნიშნულ პერიოდში და 1.9 ტვტ. სთ. მიაღწევს 2025 წელს. 

ენგურის მოსალოდნელი შეჩერება დამატებით 0.6 ტვტ.სთ.-მდე ელ. ენერგიის დეფიციტს შექმნის 2021 წელს. ენგურჰესის გამომუშავების გათვალისწინებით 4 თვიან პერიოდში (თებ-მაისი) დანაკლისი 0.6 ტვტ. სთ. იქნება, რაც ნაწილობრივ დაკომპენსირდება არსებული ჰესების 2019 წლის გამომუშავების დონემდე ზრდით და შუახევის ჰიდროსადგურით. ჯამურმა გენერაციამ მოსალოდნელია 11.5 ტვტ. სთ. შეადგინოს აღნიშნულ პერიოდში და დეფიციტი 1.6 ტვტ. სთ. მიაღწევს, რაც შესაძლოა დაკომპენსირდეს იმპორტის ან თბოსადგურების გენერაციის ზრდის ხარჯზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023