ეკონომიკის სამინისტრო "ხუდონჰესის" პროექტის მოდიფიცირებაზე მუშაობს
ეკონკმიკის სამინისტრომ "ხუდონჰესის" პროექტის მოდიფიცირებაზე მუშაობა დაიწყო.
როგორც “ბიზნესპარტნიორს” ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა, საკითხზე სამინისტრო კვლევას ატარებს.
“პრემიერის დავალებით ამაზე მუშაობს სამინისტრო. შეკვეთილია კვლევები. ჩვენ იმედი გაქვს რომ გაზაფხულზე გვექნება პირველი შედეგები” - აცხადებს ლევან დავითაშვილი.
შეგახსენებთ, "ხუდონჰესის" პროექტის მოდიფიცირებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 6 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის ყველასთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი იყო, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით იქ გათვალისწინებული იყო სოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა. ამიტომ, ჩემი დავალებით, ახლა ახალ პროექტზე ვმუშაობთ, რომ ისე აშენდეს ეს პროექტი, თუ განხორციელდება, რომ დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს. შესაძლოა სიმძლავრემ ოდნავ დაიკლოს, შემცირდეს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის იგივე შეიძლება იყოს” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.