ენერგეტიკა
08/10/2021

Ecoener-ი ქართულ ენერგოსექტორში $150 მლნ-იანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

პანდემიის და სხვა უამრავი სირთულის მიუხედავად, საქართველოს ენერგეტიკის ბაზრის მიმართ უცხოური კომპანიების ინტერესი მაინც არის.

კომპანია Zeta Investment Group-მა 2020 წელს ენერგეტიკის დეველოპორულ კომპანია Ecoener-სთან ხელშეკრულება გააფორმა.

როგორც Zeta Investment Group-ის დამფუძნებლები ირაკლი ორჯონიკიძე და დავით ზაქარიაძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავენ, Ecoener-ითან რამდენიმე პროექტზე დაიწყო მუშაობა. სწორედ ამ მიზეზით, 5-7 ოქტომბერს, საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვია, Ecoener-ის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავიდ კოლ გონზალესი.

“Ecoener-ი საქართველოში დაახლოებით $150 მლნ-მდე ინვესტიციის განხორციელებას აპირებს, განსაკუთრებული აქცენტი არის მზისა და ქარის ელექტროსადგურებზე. ამასთან დაკავშირებით, Ecoener-ის წარმომადგენელმა და Zeta Investment Group-თან დადებულ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა. ასევე, სხვადასხვა პოტენციურ პროექტზე შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ ხელისუფლებასა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან. მათ შორის, ენერგეტიკის განვითარების ფონდთანაც, სადაც კომპანიის ინტერესებს გაესვა ხაზი და ორივე მხარე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე,“ – აღნიშნავს დავით ზაქარიაძე. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია Zeta Investment Group-ი რამდენიმე მსხვილ ინვესტორთან თანამშრომლობს, მათ შორის საუდის არაბეთში მდებარე ენერგეტიკულ კომპანიასთან, რომელიც თავის მხირვ ერთ-ერთი არაბული საინვესტიციო ფონდის შვილობილი კომპანიაა. ამჟამად კომპანია მუშაობს საქართველოში სხვადასხვა პროექტზე რომელთა საერთო დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 100 მეგავატამდეა. კომპანია Zeta Investment Group-ი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტის შესახებ მოლაპარაკებაში, როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში.

რაც შეეხება Ecoener-ს, ის ესპანური ენერგეტიკის დეველეპორული კომპანიაა, რომელმაც პანდემიის მიუხედავად ბევრი პროექტი განახორციელა. კომპანია 400 მეგავატზე მეტი განახლებადი ენერგიის აქტიურ პროექტს ფლობს, ხოლო საბოლოო განვითარების ფაზაში 1500 მეგავატზე მეტი ქარის, მზის და ჰიდრო ელექტროსადგურების ესპანეთში, კენიაში, 2020 წლიდან კომპანია ვაჭრობს ადგილობრივ  საფონდო ბირჟაზე, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანია Ecoener-მა გამოუშვა 130+100 მილიონი ევროს მწვანე ობლიგაციები.  ამიერკავკასიაში მათ პარტნიორობას უწევს საინვესტიციო კომპანია Zeta Investment Group-ი.

 

Businesspartner