დავით ნარმანია: თელასი და თელმიკო სანქცირებულთა სიაში თუ მოხვდებიან, ამას მომხმარებელი ვერ იგრძნობს
იმ შემთხვევაში თუ, სანქცირებულთა სია გაფართოვდება და ამაში თელასი, თელმიკო მოხვდებიან, სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ეს ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით შემაფერხებელი ფაქტორი ვერ გახდება.
"თუ სანქცირებულთა სიაში "ინტერაოს" ჯგუფი და მისი შვილობილი კომპანიები თბილისში თელასი და თელმიკო მოხვდებიან, ეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით ჩვენთან შემაფერხებელი ვერ იქნება, რადგან მარეგულირებელი კომისიის მთავარი როლი, ფუნქცია და დანიშნულებაა, დანიშნოს სპეციალური მმართველი ასეთ შემთხვევაში და შიდა საბანკო სისტემის მეშვეობით განხორციელდეს გადახდები, ოპერაციები, ისე, რომ ამას მომხმარებელი ვერ იგრძნობს.
ბორჯომის ქეისთან პარალელი გაავლეს, თუმცა ეს განსხვავებული იქნება, რადგან ბორჯომი ეს არის თავისუფალ ბაზარზე არარეგულირებადი კომპანია, მაშინ როდესაც იგივე თელასი და სხვა კომპანიები არიან რეგულირებად სექტორში მომუშავე კომპანიები, მარეგულირებელი კომისია არეგულირებს მათ საქმიანობას. აქ სხვა ტიპის გადაწყვეტილებები იქნება მიღებული", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.