ენერგეტიკა
22/01/2021

ჭკვიან მრიცხველებზე გადასვლის პროცესი იწყება

საქართველო ჭკვიანი მრიცხველების დასანერგად ემზადება. ენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და ჭკვიანი მრიცხველების დანერგვის სფეროებში მიღებული გამოცდილების იმპლემენტაცია ქვეყანაში წელს დაიწყება.

პირველი ელექტროენერგეტიკა იქნება და ჭკვიან მრიცხველებზე გადასვლის პროცესი რამდენიმე წელს გასტანს.

სემეკის ინფორმაციით, შერჩეულია საშუალოვადიანი გეგმა, რომელიც ინტენსიური იქნება და ამასთან, ხარჯები ტარიფის ზრდას არ გამოიწვევს.

რეფორმის დაწყებას წინ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი - „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავება“ უძღოდა. პროექტი უკვე დასრულებულია, რომლის ფარგლებში, სემეკის წარმომადგენლებს რეკომენდაციები ენერგეტიკის რეგულირების საკითხებში ავსტრალიელმა, ფრანგმა და ბერძენმა ექსპერტებმა გაუწიეს. 24-თვიანი პროექტი ევროკავშირმა 1,2 მლნ ევროთი დააფინანსა.

"ევროპული ქვეყნები, რომლებიც ამ სისტემაზე გადავიდნენ გამოცდილება აქვთ და ამ გამოცდილების გაზიარებით გარკვეული ცოდნა შეგვმატეს, შესაბამისად, ჩვენც შეგვიძლია აღრიცხვიანობის ყველაზე განვითარებულ მოდელზე გადავიდეთ. ჩვენ უკვე გვაქვს სამოქმედო გეგმა თუ როდის უნდა გადავიყვანოთ აღრიცხვის ამ მოდელზე ჩვენი კომუნალური საწარმოები, მეორე როგორ უნდა განვავითაროთ მომსახურების ხარისხი. უკვე გვაქვს გარკვეული წარმატებებიც, თუმცა ამ პროექტის შედეგად რამდენიმე ნაბიჯით კიდევ უფრო წინ წავიწევთ", - განმარტავს "ბიზნესპრატნიორთან" სემეკის წევრი გიორგი ფანგანი.

 

 

ფოტო: theguardian

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023