ენერგეტიკა
28/03/2023

CFD მექანიზმის ფარგლებში გამოცხადებულ პირველ აუქციონზე ათეულობით განაცხადი შევიდა

ენერგეტიკის მხარდამჭერ,CFD მექანიზმის ფარგლებში გამოცხადებულ პირველ აუქციონზე ათეულობით განაცხადი შევიდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიების წინადადებები წარმოდგენილია დახურული კონვერტით და შესაძლოა, ერთმა იურიდიულმა პირმა აუქციონზე ერთდროულად რამდენიმე განაცხადი შეიტანა.

შესაბამისად, უწყებაში განაცხადების ზუსტ რაოდენობას ჯერ-ჯერობით ვერ ასახელებენ. „მიღებულია რამდენიმე ათეული განაცხადი, რაც პირდაპირ უკავშირდება კონკურენტულ და ჯანსაღ გარემოს.

ვინაიდან წარმოდგენილი წინადადებები დახურულ მდგომარეობაშია, სიმძლავრის კომისია მოკლებულია შესაძლებლობას კონკრეტული რიცხვი დაასახელოს თუ რამდენი განაცხადია შემოსული. შესაძლოა, ერთმა პირმა რამდენიმე პროექტის შესახებ წარმოადგინა წინადადება, აუქციონის წესებით მათ ამის ულება ჰქონდათ.“- აღნიშნა ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა. 

ცნობისთვის CFD მექანიზმის ფარგლებში გამოცხადებულ პირველ აუქციონზე განაცხადების მიღება გუშინ დასრულდა. მთავრობამ აუქციონზე ჯამში 300 მეგავატის სიმძლავრის პროექტები გამოიტანა. მათ შორის 150 მეგავატი მოდინებაზე მომუშავე ჰესებია. 70 – 70 მეგავატი მზის და ქარის სადგურები.

Businesspartner