ენერგეტიკა
01/03/2021
BTU ინტერნეტს კოსმოსში განთავსებული ხელოვნური თანამგზავრების ქსელიდან მიიღებს
საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტი იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ილონ მასკის მიერ კოსმოსში განთავსებული ხელოვნური თანამგზავრების ქსელიდან ინტერნეტს მიიღებს.
SpaceX-ი BTU-სთვის ხელმისაწვდომს გახდის Starlink-ის სატელიტზე დაფუძნებულ ინტერნეტსერვისს.
რეგიონის დაფარვის შემდეგ, სხვადასხვა ტერიტორიის ათვისება 2022 წლიდან დაიწყება.
პროექტი სტარლინკი ილონ მასკმა 2015 წელს წამოიწყო და მისი მიზანი მთელი პლანეტის თანამგზავრული ინტერნეტით დაფარვაა.
პროექტის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე ეტაპობრივად გაეშვება 40 000 ხელოვნური თანამგზავრი. ისინი ინტერნეტით მთელ პლანეტას დაფარავენ და ამით გადააჭარბებენ თანამგზავრული ინტერნეტის ამჟამად მოქმედ ნებისმიერი პროვაიდერის სიმძლავრეს.