ენერგეტიკა
19/07/2023

ბრაზილიური ნავთობკომპანია ამაზონის შესართავთან ჩრდილოეთ სანაპიროს გამოკვლევას გეგმავს

ბრაზილიის სახელმწიფო ნავთობკომპანია Petrobras-ი მდინარე ამაზონის შესართავთან, ბრაზილიის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ტერიტორიის გამოკვლევას გეგმავს. კომპანია მიიჩნევს, რომ ნავთობისა და გაზის მარაგების საძიებოდ, ეს მნიშვნელოვანი ტერიტორიაა.

მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვის მარეგულირებელმა Ibama-მ რეგიონში ბურღვის შესახებ Petrobras-ს მოთხოვნის განხილვაზე უარი უთხრა, კომპანიის დირექტორი კვლავ აცხადებს, რომ მოკვლევა აუცილებელია.

Petrobras-მა უკვე გაასაჩივრა Ibama-ს უარი. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისინი არ დანებდებიან, სანამ არ მიიღებენ მტკიცე "არას".

„მიგვაჩნია, რომ ადრე თუ გვიან გვექნება ლიცენზია, სადაც გაწერილი იქნება მოთხოვნები და ჩვენთვის გათვალისწინებული ვადები“ - აცხადებს PETROBRAS-ის აღმასრულებელი დირექტორი ჟან პოლ პრატესი.

მისივე თქმით, ბრაზილიის ჩრდილოეთ სანაპიროს შემდეგ, Petrobras-ს ექნება შესაძლებლობა გააფართოოს თავისი საძიებო სამუშაოები საზღვარგარეთ, მეზობელ გაიანასა და სურინამში, ეკვატორულ საზღვარზე.

კომპანია კიდევ ერთი ვერსიად განიხილავს დასავლეთ აფრიკის სანაპიროების ნაწილების შესწავლას, რომელთაც ბრაზილიის ოფშორულ ველებთან გეოლოგიურ მსგავსება აქვთ.

„ეს გაფართოება საზღვარგარეთ მხოლოდ ნავთობთან არ არის დაკავშირებული. აქ შეიძლება ჩაერთოს სხვა სფეროებიც. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ალიანსები, იმ საკითხებში, რომლებიც უნდა შევისწავლოთ. შეგვიძლია გვყავდეს ახალი პარტნიორები ენერგეტიკულ ტრანსფორმაციაში, განახლებად ენერგიებში, ბიოქიმიაში, ქიმიასა და გადამამუშავებელ წარმოებაში. ჩვენ არ შეგვიძლია გათიშული ვიყოთ საერთაშორისო პროცესებისგან. Petrobras გლობალური კომპანიაა“ - აცხადებს ჟან პოლ პრატესი.

energynews.ge

Businesspartner