ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის 81% რუსეთზე მოდის
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2023 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 554,2 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (521,7 ათასი ტონა) შედარებით 32,5 ათასი ტონით ანუ 6,2%-ით მეტია.
მათ შორის, 2023 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა 273,7 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 280,5 ათასი ტონა.
კატეგორიების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 166,6 ათასი ტონა (60,9%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 101,6 ათასი ტონა (37,1%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 5,5 ათასი ტონა (2,0%);
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 449,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 81,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 77,6 ათასი ტონა - 14%; თურქმენეთი - 11,4 ათასი ტონა - 2%; აზერბაიჯანი - 9,5 ათასი ტონა - 1,7%; ბელარუსი - 5 ათასი ტონა - 0,9%; არაბთა გაერთ.ემ. - 1 ათასი ტონა - 0,2%; უკრაინა - 0,1 ათასი ტონა - 0,02%; ბულგარეთი - 0,1 ათასი ტონა - 0,02%;