2021 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა ექსპორტს 5-ჯერ გადააჭარბა
ელექტროენერგიის იმპორტმა 5-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის 2021 წლის საქმიანობის მიხედვით, საანგარიშო წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 2,006 გვტ.სთ შეადგინა.
აღნიშნული წინა წლის მაჩვენებელზე 24.6%- ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 23.3%-ით მეტია.
რაც შეეხება ექსპორტს, 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ იქნა 391 გვტ.სთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2.5-ჯერ, ხოლო 2018 წლის შესაბამის მონაცემზე 1.6-ჯერ მეტია
ელექტროენერგიის იმპორტის 8% – თურქეთიდან, 62% – რუსეთიდან, ხოლო 30% აზერბაიჯანიდან განხორციელდა.
ექპორტში კი ყველაზე დიდი წილი 56% თურქეთზე მოდის, შემდეგ სომხეთი 37%–ით და აზერბაიჯანი 6%–ით.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წელს განხორციელდა 1,184 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი, რაც 11.6-ჯერ აღემატება 2020 წლის რაოდენობას.
ცნობისთვის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოიცავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების მიმართულებით სემეკის მიერ გატარებულ ღონისძიებებს, ასევე ბაზრის მიმოხილვას.