
16 წელში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა 4 მლრდ-მდე ბარელი ნავთობი გაატარა
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა 16 წლის განმავლობაში 3.87 მლრდ ბარელი (516 ტონაზე მეტი) ნედლი ნავთობი გაატარა, 5087 ტანკერი დაიტვირთა და გაიგზავნა მსოფლიო ბაზრებზე, - ანგარიშს კომპანია BP ავრცელებს.
კომპანიის მონაცემებით, 2022 წლის პირველ ნახევარში, დაახლოებით 107 მილიონი ბარელი (14.1 მილიონ ტონაზე მეტი) BTC-ის მიერ ექსპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე 148 ტანკერში ჩაიტვირთა.
2022 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, BTC-ის საოპერაციო დანახარჯი 49 მილიონ დოლარზე მეტი იყო, კაპიტალური დანახარჯი კი 9 მილიონ დოლარს აღემატებოდა.
2022 წლის 23 მარტს, BTC-მ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია და სანგაჩალის ტერმინალიდან აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე მე-5000 ტანკერი ჩაიტვირთა.
მილსადენი 1768 კმ სიგრძისაა და ფუნქციონირება 2006 წლის ივნისში დაიწყო.
BTC ამჟამად ძირითადად აზერბაიჯანიდან ACG-ის ნედლი ნავთობის და შაჰ-დენიზის კონდენსატის ტრანსპორტირებას ახორციელებს. BTC-ის საშუალებით ასევე გრძელდება კასპიის რეგიონის ნედლი ნავთობის და კონდენსატის სხვა მოცულობების ტრანსპორტირება.