ეკონომიკა
01/12/2021
ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდება
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზის კმ1-კმ20 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წელს დასრულდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამუშოები აქტიურ ფაზაშია შესული.
პროექტის ფარგლებში,ამჟამად ხორციელდება ისეთი სამუშოები, როგორებიცაა: სუსტი გრუნტების ექსკავაცია, შევსება ქვიშახრეშით და დატკეპნა, ასევე ბეტონის სანიაღვრე მილების მოწყობა, საფუძვლის რეციკლირება და საფარის ქვედა ფენის მსხვილმარცვლოვანი ცხელი ასფალტ-ბეტონის დაგება, სისქით 6სმ.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14,3 მლნ. ლარად ფინანსდება. სამუშაოებს ქართული კომპანია "New Road" ახორციელებს.