ეკონომიკა
29/10/2020
Wizz Air-ი საქართველოში ბაზას სავარაუდოდ, გაზაფხულზე აღადგენს -ნათია თურნავა
Wizz Air-ი საქართველოში ბაზას სავარაუდოდ, გაზაფხულზე აღადგენს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
,,საავიაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ მომავალში საქართველოში ფრენის და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. ბუნებრივია, ეს არ მოხდება მყისიერად, თუმცა, ეს მოხდება ეტაპობრივად. Wizz Air-ი ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე კვლავ აღადგენს საქართველოში ბაზას. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია ხედავს პოზიტიურ ტრაექტორიას ჩვენი ეკონომიკის განვითარების“, - განაცხადა ნათია თურნავამ.