ეკონომიკა
27/04/2022

WB: ფასები ისტორიულად მაღალ ნიშნულზე 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება

უკრაინაში ომი ინფლაციურ რისკებს ზრდის - მსოფლიო ბანკი სასაქონლო ფასების ისტორიულად მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას 2024 წლის ბოლომდე ელის.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ ენერგორესურსებზე ფასები 50%-ით გაიზრდება, გაძვირდება ნავთობიც, მისი საშულო ღირებულება ბარელზე 100 დოლარი იქნება.

მოიმატებს ფასები სურსათზეც, რომელიც ბოლო 60 წლის განმავლობაში ისედაც ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს ხორბლის ფასიც, მნიშვნელოვნად გაიზრდება ქერის, ზეთის, სოიოს და ქათმის ღირებულება.

მსოფლიო ბანკი ამავდროულად სასუქების, მეტალისა და მინერალების გაძვირებასაც ელის.