ეკონომიკა
14/02/2022

ვის რამდენი აქვს ანაზღაურება - როგორია მაღალი, საშუალო და დაბალი ხელფასის თანაფარდობა

2021 წელს საქართველოში ხელფასის მიმღებთა 27%-ის ანაზღაურება თვეში 600 ლარს არ აღემატებოდა.

PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2400 ლარზე მეტი ანაზღაურება 15%-ს ჰქონდა, 600-დან 1200 ლარამდე ხელფასი კი საქართველოში ხელფასის მიმღებ პირთა 30%-მა აიღო, 1200-დან 2400-მდე ლარი კი 27%-მა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ხელფასის მიმღებთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა იანვარში (729 000) დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მეტმა ადამიანმა (906 000) ხელფასი ოქტომბერში აიღო.

გასული წლის დეკემბერში 600 ლარამდე ხელფასი საქართველოში 173 000 ადამიანს გადაუხადეს. 600-დან 1200 ლარამდე ანაზღაურება 203 000 კაცს ერგო. 279 000 ადამიანის ანაზღაურება 1200-დან 2400 ლარამდე იყო, ხოლო 2400 ლარზე მეტი, ხელფასის სახით 240 ათასმა ადამიანმა მიიღო.